SITE LOGO Четверг, 12 Декабря 2024, 00:15
Главная страница | Регистрация | Вход Приветствую Вас Гость | RSS
Меню сайта

Разделы новостей
tamashebi [15]
kinoebi [15]
programebi [15]
simgerebi [8]
mobilurebisatvis [8]
sxvadasxva [20]
videoebi [56]

Наш опрос
მოგწონთ საიტი
Всего ответов: 138

Начало » 2007 » Май » 12 » NO Sigarete
NO Sigarete

ერთი გრამი ნიკოტინი კლავს ცხენს !!! მემგონი ეს სიტყვები ყველას გაგიგიათ.

cherqo.ucoz.ru ატარებს აქციას ”ცხოვრება სიგარეტის გარეშე” და ასევე გთავაზობთ მოკლე მეტრაჟიან, დოკუმენტურ ვიდეოს სიგარეტის მოწევის შესახებ, თქვენ იხილავთ ვიდეოში თუ რას უშვება ორგანიზმს სიგარეტი !!!

მთელს მსოფლიოში მოსახლეობის 80% ეწვა სიგარეტს, რაც ძალიან და ფარულად საზიანოა ორგანიზმისათვის. მაგრამ უმეტესობა ამას ვერ ხვდება, გარკვეული ნაწილი ხვდება მაგრამ ვერ ანებებს სიგარეტს თავს, გარკვეული ნაწილი დაინტერესების მიზნით, უჩნდებათ სურვილი სიგარეტის გასინჯვის, რაც უკვე პირველი საფეხურია ორგანიზმის დაზიანებისათვის, ათასობით წამლებს, საშუალებებს, ფსიქოლოგიურ გაკვეთილებს და სხვა მრავალ ხერხს იგონებენ იმისათვის რომ ხალხს დაეხმარონ და ცხოვრება გაუუმჯობესონ ჯანმრთელობის მიზნით, მაგრამ უმეტესობა ვერ შველის რაც ძალიან სამწუხაროა, დაფიქრდი სანამ გასინჯავ პირველ სიგარეტს, ეს ხომ ჯანმრთელობის განადგურების დასაწყისია !!!

სიგარეტის მოწევით გამოწვეული დაავადებების მიზეზით, მსოფლიოში დაახლოებით ხუთი მილიონი ადამიანი იღუპება წლიურად ხოლო ასეთი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, დღესდღეობით ცოცხალ მწეველთა შორის, დაახლოებით 650 მილიონი საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში დაიღუპება იგივე მიზეზით. სიკვდილიანობის პარალელურად, სიგარეტის მოწევა იწვევს ზოგადი, ისევე როგორც ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდას, ადამიანის პროდუქტიულობის შემცირებას და შესაბამისად, ნეგატიურ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ფინანსურ გავლენას ახდენს არა მარტო მწეველებზე, არამედ მათ ოჯახებზე და მეგობრებზე.

მსოფლიოში ყოველდღიურად 15 მილიარდი სიგარეტია მოწეული, მწეველთა რაოდენობა კი მსოფლიოს რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით შესაბამისად, შემდეგი მიმდევრობით არის გადანაწილებული.
რეგიონები: ჩრდილოეთ ამერიკა-4.7%, ლათინური ამერიკა-8.99%, დასავლეთ ევროპა-9.3%, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა-10.9%, აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი-11.8%, აზია-54.9%.
ლიდერი ქვეყნები: ჩინეთი-2172, ინდოეთი-481, აშშ-463, რუსეთი-309, იაპონია-169, ინდონეზია-138.
საყურადღებოა, რომ სიგარეტის მწეველთა რაოდენობა ეკონომიკურად ჩამორჩენილ ან ეკონომიკური განვითარების პროცესში მყოფ ქვეყნებში და რეგიონებში სჭარბობს, იმავე დროს როდესაც სიგარეტის ფასი საკმაოდ მაღალია და მასზე დახარჯული თანხები სხვა დანიშნულებით შეიძლება იქნეს გამოყენებული. შესაბამისად, სიგარეტი სოციალური ფენომენია, რომელიც რაციონალურ ეკონომიკურ ძალებს და ფაქტორებს ნაკლებად ემორჩილება.

სიგარეტის მწარმოებელი გლობალური კომპანიებია Philip Morris, Japan Tobacco და British American Tobacco რომელთა საერთო წლიური შემოსავალი 120-123-მილიარდ დოლარს შეადგენს. საყურადღებოა, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ სიგარეტის რეკლამაზე საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება და მაგალითად მარტო აშშ-ში, სადაც მსოფლიოს მწეველთა მხოლოდ 4.7% ცხოვრობს და სიგარეტის რეკლამა მნიშვნელოვნადაა შეზღუდული კანონით, ყოველწლიურად 11.2 მილიარდი დოლარი მაინც იხარჯება. სიგარეტის მწარმოებელი კომპანიების რეკლამები ძირითადად ტინეიჯერებზე არის გათვალისწინებული და სამწუხაროდ დასახულ მიზნებს საკმაოდ შედეგიანადაც აღწევს. მსოფლიოს ფარგლებში, ყოველდღიურად 80000-100000 ახალგაზრდა იწყებს სიგარეტის მოწევას და არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნული სეგმენტიდან 250 მილიონი ახალბედა მწეველი, სიგარეტის მოწევით გამოწვეული დაავადებების მსხვერპლი გახდება დროთა განმავლობაში.

სიგარეტის მოწევა ათობით სხვადახვა დაავადების მიზეზია; მათ შორის რამდენიმე ძნელად ან საერთოდ განუკურნებელი დაავადებისა. მსგავსი გართულებების თავიდან აცილების ან მათი აღმოცენების შესაძლებლობის მნიშვნელოვნად შემცირების რეალური მეთოდი არის სიგარეტის მოწევაზე თავის დანებება. მიუხედავად იმისა, რომ მოწევის შეწყვეტის პროცესი მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული, გამომდინარე გრძელვადიანი ბენეფიტი უდაოდ სჭარბობს სიგარეტის მოწევით მიღებულ სიამოვნებას. მაგალითად, სიგარეტის მოწევის დანებებიდან 20 წუთის შემდეგ გულისცემა სტაბილურ რიტმს უბრუნდება, 12 საათის შემდეგ სისხლში კარბონ მონოქსიდს შემცველობა მცირდება, 2-3 თვეში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, 9 თვეში ფილტვები საგრძნობლად იწმინდება მავნებელი დანალექებისგან, 1 წელიწადში სიგარეტის წევით გამოწვეული გულის დაავადებების აღმოცენების შესაძლებლობა ნახევრდება, 5 წლის შემდეგ სისხლის გაჟონვის შესაძლებლობა საგრძნობლად მცირდება, 10 წელიწადში კი ფილტვების კიბოს აღმოცენების შესაძლებლობა ნახევრდება.

სიგარეტის მოწევაზე თავის დანებებისთვის პირველ რიგში საჭიროა მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილება და ფსიქოლოგიურად შეამზადოთ საკუთარი თავი საკმაოდ ძნელი პროცესისთვის. ამისათვის საჭიროა გააანალიზოთ და აღიქვათ ყველა ის ნეგატიური შედეგი რაც სიგარეტის მოწევამ შეიძლება მოგიტანოთ თქვენ და თქვენს ახლობლებს. ამავე დროს, სასურველია გაგიჩნდეთ პროტესტის შეგრძნება, რომელიც სიგარეტის მწარმოებელი კომპანიებისადმი იქნებ მიმართული და თქვენი მხრიდან, ერთგვარი დაუმორჩილებლობის ჟესტში აისახება.

მსოფლიოში ძალიან ბევრი აქცია იყო ჩატარებული და ეხლაც გრძელდება სიგარეტის საწინააღმდეგოდ, სწორედ მეც მინდა cherqo.ucoz.ru - ს მომხმარებლებს გავუზიარო ეს აქცია და ერთად ვაჯობოთ სიგარეტს, რადგან ჯანსაღ ცხოვრებას არაფერი ჯობია და ჯანმრთელობა ფასდაუდებელია. ასევე ძალიან გთხოვთ გადმოწეროთ ეს პატარა ვიდეო ფაილი რადგან, უფრო კარგად გაითავისოთ თუ რა არის სიგარეტი !!!

P.S თუ სხვა საიტებს გაუჩნდათ სურვილი ამ პატარა აქციის გავრცელებისა, გთხოვთ მიუთითომ ამ აქციის წამოწყების ადგილი ანუ cherqo.ucoz.ru წინააღმდეგ შემთხვევაში საავტორო უფლებები დარღვეული იქნება !!!

Категория: sxvadasxva | Просмотров: 1833 | Добавил: CHERQO | Рейтинг: 5.0 |
Всего комментариев: 1
1 giorga  
0
au kai azria

Имя *:
Email *:
Код *:
Форма входа

Календарь новостей
«  Май 2007  »
ПнВтСрЧтПтСбВс
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

Поиск по новостям

Друзья сайта

Статистика

Copyright MyCorp © 2006 Создать бесплатный сайт с uCoz